არქივი14 მარტი, 2025, 06:08
რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაშავებულებს შორის 4 ბავშვია

რუსეთის არმიამ ხარკოვზე დრონებით სამი შეტევა განახორციელა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვსა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
დარტყმები ოსნოვიანსკის, ნემიშლიანსკის და ნოვო-ბავარსკის რაიონებში განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად ნოვო-ბავარსკის და ოსნოვიანსკის რაიონებში ხანძარი გაჩნდა.
ქალაქის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 7 დაშავებულის შესახებ. მათ შორის 4 ბავშვია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.