“მომავალში იქნებ ვითანამშრომლოთ, რომ ვისწავლოთ თქვენგან, როგორ აწვდით სერვისებს” – პერუს არარეზიდენტი ელჩი იუსტიციის სახლებზე

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი 9 ქვეყნის არარეზიდენტი ელჩები თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვივნენ. დელეგაციის წევრებმა იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბრენდის კონცეფცია და მისი თანამედროვე მიდგომები განიხილეს.
“იუსტიციის სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ რომ იუსტიციის სახლის, როგორც ბრენდის, როგორც ქართული ინოვაციის საერთაშორისო დონეზე გატანა და ბრენდის ექსპორტია. სერვისის მიწოდების ქართული გამოცდილების გაზიარება დელეგაციის წევრებს თავიანთ ქვეყნებში ანალოგიური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს,” – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ.
ელჩებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ეფექტური სერვისების მიწოდების დანერგვას საკუთარ ქვეყნებში შეძლებენ.
“სერვისები ძალიან რთული საკითხია და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ ახორციელებთ მათ. როგორც პერუს ელჩი, გილოცავთ ამ მიღწევას. მომავალში იქნებ ვითანამშრომლოთ, რომ ვისწავლოთ თქვენგან, როგორ აწვდით სერვისებს. აღსანიშნავია, ასევე, რომ საკონსულოს საკითხებში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სისტემა,” – აცხადებს პერუს რესპუბლიკის არარეზიდენტი ელჩი ცეზარ აუგუსტო დე ლას კასას დიასი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში