კონსტანტინ ზატულინი – რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანას არ განიხილავს – ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც მათი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით რუსეთის დაინტერესება – ეს კითხვა დიდი ხანია გაქრა

რუსეთი არ განიხილავს სა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს, მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას, ის რეგიონებიდან ჯარები არ გაიყვანს, – ამის შესახებ ს სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.
„განა დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს, ლავროვმა თქვა, რაც თქვა, ჯარების გაყვანას არ გულისხმობდა. საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობა აღიარონ, საჭიროა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რაიმე სახის რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით რუსეთის დაინტერესება. ეს კითხვა დიდი ხანია გაქრა. თუ ისინი ერთმანეთთან ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობას დაამყარებენ, ეს ყოველთვის დადებითი იქნება“, – განმარტა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს