ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაპონია უკრაინის დასახმარებლად NATO-ს ფონდში $37 მლნ-ს შეიტანს

იაპონია, უკრაინისთვის დრონების აღმოჩენის სისტემების მიწოდების მიზნით, NATO-ს ფონდში 37 მილიონ აშშ დოლარს შეიტანს, - ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
„იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მშვიდობა დაუბრუნდეს უკრაინას. ვგრძნობ, როგორი დაძაბული სიტუაციაა ახლა უკრაინაში“, - აღნიშნა კამიკავამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.