თუ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ვერ შეძლო, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება

„თუ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ვერ შეძლო, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, წერს.
მისი თქმით, საქართველომ, ამ ურთულეს მსოფლიოში, მკვეთრი მოძრაობებისგან თავი უნდა შეიკავოს და სიმპტომური პოლიტიკით დაიცვას თავი.
„ფაქტობრივად, თანაბარი შანსებია ომისა და მშვიდობის. ორივე შემთხვევაში, ყველაზე მძიმე ბედი ევროპას ექნება.
პუტინი ისეთ მშვიდობას არ დათანხმდება, როგორიც ევროკავშირს სურს. რუსეთისთვის მისაღები მშვიდობის შემთხვევაში კი, ადრე თუ გვიან, ევროკავშირი დაიშლება, რაც შესაძლოა ამერიკის ადმინისტრაციამ არც კი გააპროტესტოს.
შეუთანხმებლობის და მესამე მსოფლიო ომის სცენარის განვითარების შემთხვევაში, ბრძოლის ველის ეპიცენტრი, დიდი ალბათობით, ევროპა გახდება, ზიანი კი მთელს მსოფლიოს შეეხება.
საქართველომ, ამ ურთულეს მსოფლიოში, მკვეთრი მოძრაობებისგან თავი უნდა შეიკავოს და სიმპტომური პოლიტიკით დაიცვას თავი, შეინარჩუნოს მშვიდობა და ყველა შესაძლო სცენარისთვის იყოს მზად…“, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას