ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"თბილისი ენერჯი" - გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება

"თბილისი ენერჯი" - გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება

"თბილისი ენერჯის" ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად 150 000 -მდე აბონენტს შეუწყდა.
კომპანიის ინფორმაციით, 500 მმ- იანი ცენტრალური გაზსადენი ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ მესამე პირის მიერ დაზიანდა.
"თბილისი ენერჯის" ცნობით, შემთხვევის ადგილზე სრულად მობილიზებულია თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული გაზსადენის აღდგენის სამუშაოები.
გაზის მიწოდების აღდგენა კი 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და ავარიის მასშტაბის გათვალისწინებით პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება.თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
"გაზმომარაგების აღდგენა რთული პროცესია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე დროს მოითხოვს. ავარიის მასშტაბისა და გათიშული აბონენტების რაოდენობის გათვალისწინებით კომპანიის სპეციალისტები მაქსიმალურად ცდილობენ გაზმომარაგების დროულად აღდგენას.
გთხოვთ, ყურადღებით იყავით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში" - აღინიშნება ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.