ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" "ნანტთან" ფრეს მიაღწია

ლიგა 1-ის მეთვრამეტე ტურში „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე, უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის უშუალო კონკურენს, „ნანტს“ დაუზავდა - 1:1.
„სენტ-ეტიენი“ პირველ ტაიმში უნიათოდ ირჯებოდა (0:1 წააგო), შესვენების შემდეგ თამაში გამოასწორა და შეცვლაზე შესულმა ოგუსტინ ბოაკიმ ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: flashscore 6.9, sofascore 6.6, whoscored 6.3.
„სენტ-ეტიენი“ 17 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 24 იანვარს გასვლაზე „ოსერს“ დაუპირისპირდება.
სენტ-ეტიენი - ნანტი 1:1
გოლები: 0:1 საიმონი (14), 1:1 ბოაკი (86)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.