ზურაბიშვილმა უტიფრად თქვა, რომ ის ანტიქართული საგანი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი საქართველოში სამხედრო ოპერაციის განხორციელებას გადაწყვეტს, გეგმა არ არსებობს და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება.
ანალიტიკოსის შეფასებით ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის „ანტიქართული საგანია“.
„პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა უტიფრად თქვა, რომ ის ანტიქართული საგანია – საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაცია ადარდებს მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთში კრიზისი არ შეიქმნას.
ამ ნამუსგარეცხილი პარიზელი „ხანუმას” წარუმატებლობას აგენტოკრატიაში კარგად ხედავენ და 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის გამარჯვებისა და მისი ფორმალური ვადის ამოწურვის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს მოისვრიან როგორც უსარგებლო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ნარჩენს.
სალომე ზურაბიშვილის მსგავსი აკაკისეული “ღამურები” მუდმივად თვითდაწყევლის რეჟიმში იყვნენ და ასე ასრულებდნენ საკუთარ ზნედაცემულ კარიერას.
“კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!”…
(აკაკი წერეთელი. 1880)“-წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში