ზივზივაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "კარლსრუემ" გაიმარჯვა
მეორე ბუნდესლიგის მე-18 ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ოსნაბრიუკი“ 2:1 დაამარცხა.
დიდთოვლობის გამო მატჩი ჩაშლის პირას იყო, მაგრამ სტადიონზე მოედნის საფარი შეძლებისდაგვარად მოაწესრიგეს და „კარლსრუემ“ გაიმარჯვა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ 76-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა ამჯერად გოლი ვერ გაიტანა.
"კარლსრუემ" ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 24 ქულით მეცხრე ადგილზეა და 28 იანვარს გასვლაზე „ჰამბურგს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე - ოსნაბრიუკი 2:1
გოლები: 1:0 კობალდი (4), 1:1 გნასე (25), 2:1 ვანიტცეკი (55)
ზივზივაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "კარლსრუემ" გაიმარჯვა" style="height: 50px; width: 50px;" />ბუდუს ვეღარ აჩერებენ - ზივზივაძემ "ნიურნბერგსაც" გაუტანა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.