დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან იშვიათი მინერალების ხელშეკრულებას “ძალიან მალე” მოაწერს ხელს

“ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ სა და რუსეთთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რამ, რასაც ვაკეთებთ, არის ძალიან მალე შეთანხმების ხელმოწერა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე, რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს”, -აღნიშნა ტრამპმა.
ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპი ოპტიმისტურად არის განწყობილი, მან გაიხსენა ბოლო სატელეფონო ზარები ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ სთან.
„გუშინ ვესაუბრეთ, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის და გვსურს, რომ ეს [ომი]დასრულდეს და ვფიქრობ, ამ კუთხით საკმაოდ კარგად ვმუშაობთ“, – განაცხადა მან და დასძინა: “მე მჯერა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ვნახოთ, რა მოხდება.”
მინერალების შეთანხმებასთან დაკავშირებით გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდა, მაგრამ ოვალური კაბინეტის დაძაბული შეხვედრის შემდეგ მისი ხელმოწერა არ მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქოცებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების პაკეტში ჩემთვის ახალი აღმოჩენაა სტალინის ტრფიალი და ამ კაციჭამია, სისხლისმსმელი ტირანის ფოტოების და ვიდეოების აქტიურად გაზიარება” – ბუწაშვილი