არქივი7 იანვარი, 2024, 09:24
დიდებული ფეხბურთელი და უკეთესი ადამიანი - ბელინგემის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "რეალი" გასვლაზე "არანდინას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
"ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი დაასვენა, ახალგაზრდა ინგლისელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
მიუხედავად ამისა, ჯუდი თავისი კეთილშობილური საქციელით მაინც გამოირჩა.
ერთ-ერთ მომენტში ბელინგემმა შეამჩნია, რომ ბურთის მიმწოდებელ ბიჭუნას სციოდა და მისი დახმარება გადაწყვიტა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.