“დამხრჩვალმა თავი თვისი თავად უნდა გადაარჩინოს” ამ დევიზით მიმდინარეობდა გუშინ “დიფ სთეითის” ევროვასალების “სამიტი”

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ელისეს სასახლეში ევროპელი ლიდერების შეხვედრას ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ ეს შეხვედრა რუსეთსა და ამერიკას შორის დაგეგმილი შეხვედრის საპირწონედ ჩატარდა და ორი ძირითადი საკითხი განიხილეს – უკრაინის საკითხი და -ს მხრიდან დახმარების საკითხი.
„ასე “ტონკად” ის, რომ – ევროპა არაა, ჯერ არავის უთქვამს“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
“დამხრჩვალმა თავი თვისი თავად უნდა გადაარჩინოს” – დაახლოებით ასეთი დევიზით მიმდინარეობდა გუშინ პარიზში “დიფ სთეითის” ევროვასალების “სამიტი”.
დღის წესრიგი:
1) ამერიკის დახმარების იმედი აღარ უნდა გვქონდეს და რა ვქნათ;
2) რა ვუყოთ ს;
ეს შეხვედრა ჩატარდა საუდის არაბეთში რუსეთ-ამერიკის მიმდინარე შეხვედრის საპირწონედ.
პირველ საკითხზე გადაწყვიტეს – უნდა გავძლიერდეთ, რაც შეიძლება! ამისთვის უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრძანა – უკრაინის წინაშე პასუხისმგებლობას ვათვითცნობიერებთ, მაგრამ აქ, ევროპაშიც, გვჭირდება თავდაცვის გაძლიერება. ასე “ტონკად” ის, რომ უკრაინა – ევროპა არაა, ჯერ არავის უთქვამს.
ევროკავშირის პრეზიდენტის ეს მოწოდება, პრინციპიდან: “მე მივდივარ და ჩემგან რა მიდის” – მოიწონა გერმანიის კანცლერმა. გავზარდოთო. უთანხმოება ხვდა წილად მეორე საკითხს: ბრიტანეთის პრემიერმა სტარმერმა, აი იმან, ტრამპმა რომ ბრძანა – „ამას რაზე უნდა ველაპარაკო, აზრზე არა ვარო“- მზადყოფნა გამოთქვა სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში, უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე.
ოღონდო, სტარმერმა, ამისთვის მე -ს გარანტიები მჭირდებაო, თლა ჩემ თავზე ამას ვერ ავიღებო – ისევ რომ დასცხოს რუსეთმა უკრაინას, მერე სა ჯანდაბაში გავიქცეო? ეს ალბათ არ უნდა ეთქვა, რადგანაც ამ პერსპექტივის წარმოდგენაზე ერთდროულად “დაზადნეს” ოლაფ შოლცმაც და იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ: “ნაადრევია…უადგილოა…არაეფექტურია” – ასეთი ეპითეტებით შეამკეს მათ სტარმერის ინიციატივა.
ყველაზე თამამი წინადადებით დაგვამახსოვრდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი: ისე და…იქნება რუსეთთან სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარების მოლაპარაკებებში – უკრაინაც ჩაგვერთოო? პრინციპში – ევროკავშირიცო. არ იქნებოდა ურიგო. ლიდერები შეთანხმდნენ ამ უპრეცედენტოდ თამამ და საინტერესო ინიციატივაზე გააგრძელონ კონსულტაციები. მთლიანობაში – “კრება დარჩა მხიარული“, “-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი და მათ შორის პოლონეთიც მიგრანტთა მიღებას ამკაცრებს არა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, არამედ, მის მიერ მიღებული „მიგრაციული პაქტის” გამო, რაც ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია: იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში ფონდ „ქართუს“ მიერ გადმოცემული 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს

მსგავსი ბრალდებით დადანაშაულებული იყო ერაყი და სწორედ ამ ფეიკ დაბრალების გამო მოხდა სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვა ერაყის სახელმწიფოს ფაქტობრივად განადგურება და მათი ხელისუფლების ფიზიკური განადგურება

ექიმი პიმენ ყურაშვილი BBC-ის ინფორმაციაზე: თვითონვე ამბობენ ავტორები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა