მას შემდეგ, რაც “ყარაბაღმა” “ბაიერიდან” რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, 32 წლის ანდრეი ლუნევი გადაიყვანა, ლუკა გუგეშაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, თუმცა შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს.
ლუნევმა ევროპა ლიგაზე თავი კარგად წარმოაჩინა, უეფას ვერსიით ტურნირის სამ საუკეთესო მეკარეს შორის მოხვდა და არაა გამორიცხული, გუნდი გამოიცვალოს.
inkazan-ის ცნობით, ლუნევით “რუბინი” და “როსტოვი” დაინტერესდნენ. მან აზერბაიჯანულ კლუბთან ზაფხულში 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.
ევროპა ლიგის 1/16-ფინალში “ყარაბაღი” “ბრაგას” დაუპირისპირდება.