„გირჩმა“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია გამოაქვეყნა

„გირჩმა“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას, პარტიული სია გამოაქვეყნა. მას „გირჩის“ თავმჯდომარე ლიდერობს, სიაში კი დეპუტატობის 25 კანდიდატია.
· იაგო ხვიჩა
·
· ვახო მეგრელიშვილი
· ჰერმან საბო
· გიორგი ჭაუჭიძე
· ლევან ჯგერენაია
· მალხაზ ჭანია
· ეკა ონიანი
· უჩა ბარბაქაძე
· რუსკა აბუაშვილი
· ნიკა ნადირაძე
· ზურა ბუხნიაშვილი
· ოთარ ზაკალაშვილი
· ლუკა ცისკარიშვილი
· ნოდარ სირბილაძე
· ავთო ლაბაძე
· აბესალომ დაბახიშვილი
· ბექა მუზაშვილი
· ბექა ზანდუკელი
· თორნიკე მითიაშვილი
· დავით წურწუმია
· ნიკა ციცქიშვილი
· ნინო ჯაღმაიძე
· ავთანდილ ჩხეტია
· ვლადიმერ გიგოლაშვილი
„გირჩი“ აცხადებს, რომ კანდიდატები პრაიმერისის გზით შეარჩია, რომელიც ამ პარტიისთვის დამახასიათებელი წესით ჩატარდა.
„გირჩელებს“, იმისდა მიხედვით, თუ რა წვლილი აქვთ შეტანილი პარტიის გაძლიერებაში, ერიცხებათ „გირჩის“ ციფრული ვალუტა – ჯედი, ანუ ქართული დოლარი. შესაბამისად, „გირჩის“ პრაიმერისში „გირჩელებს“ აქვთ არა ერთი ხმა, არამედ საკუთარი ჯედების შესაბამისი წონის ხმა. საკუთარი ჯედების რაოდენობას პრაიმერისში მონაწილე „გირჩელი“ ანაწილებს მისთვის სასურველ კანდიდატებზე“, – წერდა ოპოზიციური პარტია პრაიმერისის დაწყებამდე.
ამ დროისთვის „გირჩის“ გარდა, პარტიული სია მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, ისიც ნაწილობრივ -პირველი ოცეული.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება