ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ჩაკვეტაძე ეხმაურება „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის წევრებზე თავდასხმის შესახებ და ვიდეომასალას ავრცელებს

გიორგი ჩაკვეტაძე ეხმაურება „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის წევრებზე თავდასხმის შესახებ და ვიდეომასალას ავრცელებს

"ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ეხმაურება „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის წევრებზე თავდასხმის შესახებ და ვიდეომასალას ავრცელებს.
როგორც ჩაკვეტაძე წერს, ვრცელდება „დაჩეხილი ვიდეოები“, რომელსაც გახარიას პარტიას „ნაცების ტელევიზიები“ უვრცელებენ.
„რა მოხდა სინამდვილეში და რა დამალეს გახარიელებმა თავიანთ ვიდეოში, რომელსაც ნაცების ტელევიზიები მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავრცელებენ. მოღალატე გახარიას რომ ჰკითხო, „ნაცებთან“ საერთოდ არ აქვს შეხება. დაჩეხილ ვიდეოებს ისინი უვრცელებენ და რეკლამას უკანონოდ ისინი უშვებენ თავიანთ ტელევიზიებში”, - წერს ჩაკვეტაძე.
შეგახსენებთ, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ინფორმაციით, თბილისში პარტიის წევრებს თავს დაესხნენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, როდესაც პარტიის წევრები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ. ბუჩუკურის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.