“გელოდებით, გამოსვლებიც იქნება, მუსიკაც და ბაზრობაც” – თბილისში ამ წუთებში აქციაა
ამ წუთებში, ადამიანები იკრიბებიან თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ისინი აპროტესტებენ გამოსახლებებს და ითხოვენ გამოსახლებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე, წერს:
გაავრცელეთ და შემოგვიერთდით
როცა ვლაპარაკობთ სამევახშეო სისტემის და სახელმწიფოს ალიანსზე ეს უბრალოდ მეტაფორა არ არის. ჩვენი 19 თანამებრძოლი დააკავეს ადმინისტრაციული წესით კეკელიძის ქუჩაზე, ამათგან 11-ზე უკვე ვიცით, რომ 2-2k დააკისრა სასამართლომ. 22 000 ლარია გადასახდელი ჯარიმებში. საკუთარ დარბევას ჩვენვე გვაფინანსებინებენ. ყვლეფა გრძელდება. პარასკევს საღამოს, ზანდუკელის ქუჩაზე ვიკრიბებით აქციაზე. გამოსვლებიც იქნება, მუსიკაც და ბაზრობაც ამ თანხის შესაგროვებლად. გელოდებით!
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.