ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა ოდიშარია „ნაცმოძრაობის“ მანიფესტზე: თანამედროვე ბოლშევიკებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ ხელისუფლების ხელში აღების

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ბექა ოდიშარია „ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტს გამოეხმაურა.
„მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მახსენებს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1903 წლის მეორე ყრილობას, სადაც საბოლოოდ მოხდა განხეთქილება ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის.
ეს გაფორმდა დიდი ხნით, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ ჩვენს თანამედროვე ბოლშევიკებს ნამდვილად არანაირი პერსპექტივა არ აქვთ ხელისუფლების ხელში აღების, რადგან მათმა „ოქტომბერმა“ უკვე დიდი ხანია ჩაიარა.
რაც შეეხება მანიფესტს, ის როგორც წესი რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენის გამო ქვეყნდება. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ მეც მოვუწერო ხელი მათ მანიფესტზე და თან დიდი სიამოვნებით,“ - წერს ოდიშარია.

არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.