ბენი განცი – ლიბანი ვალდებულია „ჰეზბოლას“ ტერორიზმზე პასუხისმგებლობა აიღოს

ლიბანი ვალდებულია „ჰეზბოლას“ ტერორიზმზე პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.
„ლიბანის სახელმწიფო ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს ტერორიზმზე, რომელიც მისი ტერიტორიიდან მომდინარეობს. სასაზღვრო ზონაში დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევა, უპირველეს ყოვლისა, ლიბანის ინტერესებშია“, – წერს განცი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ბენი განცმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას ესაუბრა და მას განუცხადა, რომ იმ საფრთხეს, რომელსაც „ჰეზბოლა“ მის მოქალაქეებს უქმნის, არ შეურიგდება.
თავისი მოქალაქეების დასაცავად და მძევლების სახლებში უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას მიიღებს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)