ლევან ჟორჟოლიანი – წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი პასუხისმგებლობა

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
კომისიის თავმჯდომარემ, საკრებულოს სხდომაზე საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, ლევან ჟორჟოლიანმა სხდომაზე ოპონენტებს მიმართა და ბრალდებებს, თითქოს, მუნიციპალიტეტი მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს, აბსურდული უწოდა.
,,ამ ადმინისტრაციაში ისეთი ვალდებულებები გვაქვს აღებული, რაც არა მხოლოდ თვითმმართველობის, არამედ საჯარო დაწესებულებების გასაკეთებელი არ არის, მაგალითად, დაუმთავრებელი მშენებლობები. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული დაკისრებული პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რაც კარგად ჩანს ჩვენს მიერ გაწეულ საქმიანობაში”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა, რომლის კომენტარსაც საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს