აშშ-მ და მ გააფორმეს შეთანხმება შეიარაღების საერთო წარმოებაზე

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-სა და ს შორის გაფორმდა შეთანხმება ქვეყნების თავდაცვითი და საწარმო მონაცემების გაცვლასა და შეიარაღების საერთო წარმოებაზე.
ამ ყველაფრის მიზანია უკრაინის შეიარაღებული ძალების [ЗСУ] ოპერატიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ხოლო საერთო წარმოება უნდა შეეხოს საჰაერო თავდაცვის, სარემონტო-ტექნიკური უზრუნველყოფის და ტყვია-წამლის სფეროებს.
შეთანხმების გაფორმებასთან ერთად, ვაშინგტონში, აშშ-ის მთავრობამ ჩაატარა ამერიკულ-უკრიანული კონფერენცია თავდაცვისა და წარმოების საკითხებში. ღონისძიებას დაესწრო 350 ადამიანი აშშ-ის, უკრაინის და ევროპის მთავრობის თუ ბიზნესის წარმომადგენელი.
თეთრი სახლის განცხადებით, ამ ყველაფრის მიზანია, ფოკუსირება მოხდეს უკრაინის მხარდასაჭერი იარაღის წარმოების მნიშვნელოვან ზრდაზე, რითიც კიევმა უნდა უზრუნველყოს ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ხანგრძლივი თავდაცვისუნარიანობა და ეკონომიკური წარმატება.
შეთანხმება გაფორმდა იმ ფონზე, რომ აშშ-ის სენატმა კვლავ ვერ მიიღო კანონპროექტი უკრაინის დახმარებაზე.
· აშშ-ის სენატი კვლავ ვერ შეთანხმდა უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს