TV 25-ის მაუწყებლობა შეჩერდა

TV 25-ის მაუწყებლობა შეჩერებულია – ამის შესახებ მათ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, თუმცა მიზეზი უცნობია. როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს.

“პირველ რიგში ტვ 25-ის დიდი მხარდაჭერა გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ტვ 25-ის დიდი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს.

მოგეხსენებათ, 2025 წლის 01 იანვრიდან ტვ 25-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები შეჩერებულია. შეჩერებულია ტვ 25-ის ვებგვერდი და ყველა სოციალური პლატფორმა.

ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით.

P.S ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვიცავთ თქვენს ინტერესებს.” ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია