ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TIME-მა ქუთაისი 100 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალი TIME მკითხველს 2024 წლის 100 ექსტრაორდინარულ მიმართულებას სთავაზობს, რომელსაც უნდა ეწვიო.
გამოცემის სიაში საქართველო და ქუთაისი მოხვდა. სტატიაში აშშ-ის, მექსიკის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის და მსოფლიოში პოპულარული ტურისტული ქვეყნების ქალაქები, კურორტები, ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიებია აღწერილი.
„თბილისისა და კახეთის ღვინის რეგიონის გარდა საქართველოში შეგიძლიათ მოინახულოთ ქუთაისი. აქ თქვენ აღმოაჩენთ ბუტიკურ სასტუმროებს, როგორიცაა მაგალითად კომუნა ქუთაისი. არაოფიციალურად საქართველოს კულტურული დედაქალაქია. ქუთაისი თანდათან კრეატიულობისა და გემოვნების ცენტრის სტატუსს იბრუნებს. ინტერიერის დიზაინერი კატია სამსონაძე ქუთაისის მხატვრულ ისტორიას თანამედროვე ნოსტალგიით ასახავს თავის შემოქმედებაში. მეოცე საუკუნეში ქუთაისი ნოველისტებითა და სიმბოლისტი პოეტებით იყო ცნობილი“.-წერს TIME-ის ჟურნალისტი.
სტატიაში აღწერილი ქუთაისის ქუჩები, იასონისა და მედეას ქანდაკებები.
TIME-ის ყოველკვირეულ ბეჭდურ გამოცემას 26 მილიონი, ხოლო ონლაინ გამოცემას 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.