“პატივისცემა გამოიჩინოს, ეს გამაღიზიანებელია” – კანავარო კვარაცხელიას უკმაყოფილებაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
“პარტენოპეის” ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ. ჩვენებურმა მოედნის დატოვებისას უკმაყოფილება ღიად გამოხატა.
აღნიშნულის შესახებ ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ გააკეთა კომენტარი, რომელმაც Prime Video-ს ეთერში განაცხადა:
“პატივი უნდა სცე შენს თანაგუნდელებს, რომლებიც შენ მსგავსად ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობენ და მოედანზე გასვლა უნდათ.
ახალ მწვრთნელს შესაძლოა, ასევე სურდა, რომ შანსი მიეცა რომელიმე სხვა მოთამაშისთვის. მწვრთნელისთვის ეს დამოკიდებულება და გამოხატულება
გამაღიზიანებელია”, – თქვა კანავარომ.
იქნებ და მწვრთნელზე კიარ გაბრაზდა, ისე იყო უკმაყოფილო რო ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც მასაც და ჩვენც გაგვიხარდებოდა… ეგრევე რაღაცა კუდების მობმა და ისტერიკა რა უბედურებაა?