“რეალმა” “სოსიედადს” გიულერის გოლით მოუგო

ლა ლიგის 33-ე ტურში „რეალმა“ გასვლაზე „სოსიედადს“ 1:0 სძლია. გოლი 19 წლის არდა გიულერმა გაიტანა.
„სამეფო გუნდი“ ყველა ტურნირზე ბოლო 18 მატჩში დაუმარცხებელია – 13 მოგება და 5 ფრე.
„რეალი“ 84 ქულით ლიდერია და 30 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენში „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. „სოსიედადი“ კი 51 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 4 მარტს „ლას-პალმასს“ უმასპინძლებს.
სოსიედადი – რეალი 0:1
გოლი: გიულერი (29)