შარში გაეხვა – ზურიკოს თანაგუნდელმა მეტოქეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა

ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა. ამ მატჩში ზურიკო დავითაშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა, მისი უკრაინელი თანაგუნდელი დანილო იგნატენკო კი შარში გაეხვა.
„ეკიპის“ ცნობით, 27 წლის იგნატენკომ მეტოქე გუნდის მცველს ალიუნ ბას black pussy უწოდა, რაც შეიძლება ორაზროვანი გამონათქვამი იყო და „შავ პლაკსას“ გულისხმობდა.
ბამ ამის თაობაზე მსაჯს შესჩივლა, რომელმაც ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა, თუმცა დანილო არ გაუფრთხილებია.
ორივე კლუბმა ოფიციალური განცხადებით რასიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაგმო. საკითხს სადისციპლინო კომიტეტი 16 მაისს განიხილავს და შეიძლება იგნატენკო დასაჯონ.
ის ზაპოროჟიელია,
თამაშობდა „მეტალურგში“, „შახტარში“, „მარიუპოლში“, „ფერენცვაროშში“ და „დნიპრო 1“-ში, ჟირონდული გუნდში 2022 წელს გადავიდა, რომლის რიგებში მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.