“კრემონეზე” “ვენეციასთან” დამარცხდა – ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა

სერია B-ს 35-ე ტურში „კრემონეზე“ გასვლაზე „ვენეციასთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა
Sofascore-მ 6.7 ქულით შეაფასა, flashscore-მ კი 6.4-ით.
კრემონული გუნდი 60 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ მარტს „პიზას“ უმასპინძლებს.
ვენეცია – კრემონეზე 2:1
გოლები: 0:1 ვასკესი (24), 1:1 გიუტკერი (48), 2:1 ბიარკასონი (76)