შერმადინის 21 ქულა – “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა [VIDEO]

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “პერისტერს” 97:93 სძლია და ფინალში გავიდა.
შერმადინმა 26 წუთში 21 ქულა (8-დან 7 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო), 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინის საამმატჩო მე-19 ქულა ჩემპიონთა ლიგაში მითვლილი 1114-ე ქულა გახლდათ და ამით ის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა.
34 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთმაშე შერმადინის თანაგუნდელი კაილ გუი გახდა, ხოლო მარსელინო უერტასის ანგარიშზე 27 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასია.
“ტენერიფე” 28 აპრილს ფინალში “მურსიასა” და “უნიკახას” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შერმადინის 21 ქულა – “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა [VIDEO]” style=”height: 50px; width: 50px;” />შერმადინის 7 ქულა და “ტენერიფეს” მარცხი ვალენსიაში