კონტემ “ნაპოლის” ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა – პირობები ცნობილია

Rai Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის ჩირო ვენერატოს მტკიცებით, 54 წლის ანტონიო კონტე მზადაა “ნაპოლი” ჩაიბაროს და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა.
კონტეს სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ, მისი სეზონური გასამრჯელო კი 6.5 მილიონი ევრო იქნება. მან სამწვრთნელო შტაბის სრულად თავისი კადრებით დაკომპლექტება და გუნდის საქმეებში ჩაურევლობა მოითხოვა.
კონტე მიიჩნევს, რომ გუნდს კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ რამდენიმე მიზანმიმართული შენაძენი სჭირდებათ, პირველ რიგში აუცილებელია ფეხბურთელების ფსოქოლოგიურ მდგომარეობაზე მუშაობა და დარწმუნებულია, რომ “ნაპოლის” წამყვან პოზიციებზე დაბრუნება შეუძლია.