ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა – პერესმა სუპერლიგის შექმნაზე თანხმობა მიიღო

რამდენიმე წუთის წინ ევროსასამართლომ დაამტკიცა, რომ ფიფამ და უეფამ 2021 წელს სუპერლიგის ფორმატის შექმნის დაბლოკვით კანონი დაარღვიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროსასამართლო ფეხბურთში ფიფასა და უეფას ყველანაირ მონოპოლიას კრძალავს, ეს კი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას ნიშნავს.
მოგეხსენებათ, სუპერლიგის ფორმატის შექმნის ავტორი მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია. ჯერჯერობით ესპანელს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.