ISFED - ორ დღეში შექმნილია 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში ოცნების მხარდასაჭერად
ISFED-ის მონიტორინგით, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა. ორგანიზაციის ცნობით, ქსელი ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფოტოებს იყენებს და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს ხელოვნურად აპოპულარულებს.