ლაშა ტუღუში - თუ მართლა IRI -ის კვლევაა, ძალიან საგანგაშოა ოპოზიციისთვის, მაგრამ არც ხელისუფლების მდგომარეობაა სახარბიელო - შეცდომები, რომელსაც უშვებენ და ტკივილი, რომელსაც მოქალაქეებს აყენებენ, ზვავივით მოვარდება
ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას IRI-ის კვლევის შედეგების შესახებ. მისი თქმით, თუ კვლევა რეალურია, ეს საგანგაშოა ოპოზიციისთვის, თუმცა არც ხელისუფლების მდგომარეობაა სახარბიელო არსებული შეცდომებისა და მოქალაქეების პრობლემების გამო.