შალვა გოგოლაძემ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს 2029 წლის FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ერთობლივი მასპინძლობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.