აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, ტრაპიზონის მერს, აჰმეთ მეთინ გენჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, ტრაპიზონის მერს, აჰმეთ მეთინ გენჩს შეხვდა. მხარეებმა ბათუმსა და ტრაპიზონს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული კავშირები განიხილეს.