“ძალიან უცნაურია სამხარაულის დასკვნა სკოლასთან დაკავშირებით” – ნანა დიხამინჯია
ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში ეხმიანება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას სკოლის შენობასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, დასკვნა უცნაურია, რადგან ის აღწერს რეაბილიტაციის საჭიროებას და არა დემონტაჟს, ხოლო ბოლო აბზაცში უმიზეზოდ ცვლის კატეგორიას არარენტაბელურობისა და სეისმომედეგობის არარსებობის მოტივით ყოველგვარი ხარჯთაღრიცხვისა და ციფრების გარეშე.