ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Oracle NetSuite ERP-ის საწარმოთა მართვის ღრუბლოვანი სისტემა ქართული კომპანიებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება

Oracle NetSuite ERP-ის საწარმოთა მართვის ღრუბლოვანი სისტემა ქართული კომპანიებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება

2024 წლის შემოდგომიდან საქართველოში ERP ს - საწარმოთა მართვის სისტემების ბაზარზე ახალი ეტაპი იწყება. პირველად საქართველოში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოიყენონ Oracle NetSuite ERP, სრულად ღრუბლოვან True Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ERP სისტემა, რომლის ხელმისაწვდომობა ფინანსურო მომსახურბის კომპანია - iCFO-ს საშუალებით გახდა შესაძლებელი.
Oracle NetSuite ERP არის საწარმოთა მართვის ინოვაციური გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე მხოლოდ საერთაშორისო მსხვილი კომპანიენისთვის იყო ხელმისაწვდომი.
დღეს, iCFO ხელმისაწვდომს ხდის Oracle NetSuite ERP ს გამოყენებას - საშუალო და მსხვილი, ზრდაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის.
iCFO არის Oracle NetSuite ERP-ის ოფიციალური პარტნიორი - საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. როგორც ქართული საკონსულტაციო კომპანია,
iCFO ორიენტირებულია ბიზნესის საოპერაციო და ფინანსური მართვის ეფექტურობაზე საწარმოთა ბიზნეს პროცესების გაციფრულების გზით, შესაბამისად უზრუნველყოფს
Oracle NetSuite ERP-ის კომპანიების საჭიროებებზე მორგებულ დანერგვის პროცესს.
iCFO-ს მმართველი პარტნიორი - ალექსანდრე მჭედლიშვილია რომელსაც კომპანიების საოპერაციო, ფინანსური ეფექტურობის მართვის და ERP ის - საწარმოთა მართვის სისტემების დანერგვის 20 წელზე მეტი გამოცდულება გააჩნია.
რატომ Oracle NetSuite ERP?

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.