შალვა პაპუაშვილი კაია კალასის განცხადებაზე - რატომ იშლიან ნერვებს ან ანგარიშებით, ან განცხადებებით - არ შეიძლება ყოველ ჯერზე გამოდიოდნენ და იმუქრებოდნენ, რომ ახლა არა, იანვარში, დაგაპატიმრებ, არ ვიცი რამდენჯერ დაგაპატიმრებ
შალვა პაპუაშვილი კაია კალასის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან პოზიციის შეცვლამდე, 2028 წლამდე საქართველოსგან თხოვნისა და „მუხლებზე დადგომის“ ნაბიჯებს ვერ იხილავენ.

რატომ იშლიან ნერვებს ან ამ ანგარიშებით, ან ამ განცხადებებით - შეცვლით პოზიციას აქ ვართ და მოგყვებით, არ შეცვლით პოზიციას და 2028 წლამდე ჩვენგან ვერ იხილავთ თხოვნის, მუხლებზე დადგომის ნაბიჯებს და ა.შ. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „საქართველოს შესახებ მოკლედ ისაუბრებენ, თუმცა ის გამოვა შეთავაზებით, რომ იანვარში სიღრმისეული დისკუსია გაიმართოს“.
მისივე თქმით, „იქამდე სანამ ევროპარლამენტში ანტიდემოკრატიული პოლიტიკა ექნებათ საქართველოს მიმართ, ჩვენგან არ უნდა ელოდონ, რომ პროცედურებთან დაკავშირებით მათხოვრობას დავუწყებთ“.
„ცოტა გაუგებარია ის ნერვების შლა, რომელსაც იმართებს ევროკომისია. ჩვენ რომ გვაბრალებდნენ შეაჩერეს ევროინტეგრაციაო, ახლა შევთანხმდით და ჰერჩინსკიმაც არაერთხელ გაიმეორა, რომ 2024 წლის ივნისში, ევროკავშირმა თავად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. 2.5 წლის წინ თავად შეაჩერეს, ჩვენც ხომ ვუთხარით ჩვენი სათქმელი, რომ ასეთ პირობებში, ჩვენგან ნუ მოელიან, რომ მუხლებზე დაჩოქილები და ხვეწნით მივადგებით ბრიუსელს. ესეც ხომ ვუთხარით გასაგებად? რატომ იშლიან ნერვებს? ან ამ ანგარიშებით, ან ამ განცხადებებით?! გავიგეთ რომ შეაჩერეს, ჩვენ ჩვენი სიტყვა ვუთხარით. შეცვლით პოზიციას, აქ ვართ და მოგყვებით, არ შეცვლით პოზიციას და 2028 წლამდე ჩვენგან ვერ იხილავთ თხოვნის, მუხლებზე დადგომის ნაბიჯებს და ა.შ. ევროპარლამენტი არ აღიარებს ქართველი ხალხის არჩევანს. სანამ ამ მდგომარეობაში იქნებიან, ანტიდემოკრატიული პოლიტიკა სანამ ექნებათ საქართველოს მიმართ, ჩვენგან არ უნდა ელოდონ, რომ მათხოვრობას დავუწყებთ პროცედურებთან დაკავშირებით.
თავად აღიარეს უკვე როგორც იქნა, რომ თავად შეაჩერეს ეს პროცესი, ჰოდა ახლა ნერვებს რატომ იშლიან?! დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, გავიგეთ, არ მოვწონვართ, გავიგეთ, რომ შეაჩერეს, დაისვენონ და დაგვასვენონ ჩვენც - არ შეიძლება ყოველ ჯერზე გამოდიოდნენ და იმუქრებოდნენ რომ ახლა არა, იანვარში. დაგაპატიმრებ, არ ვიცი რამდენჯერ დაგაპატიმრებ. რაღა აქვთ დასამუქრებელი? შეაჩერეს ხომ? გაჩერდნენ, დაისვენონ. მანამ, სანამ ბოიკოტის პოლიტიკა ექნებათ, იყვნენ ბოიკოტში, რაღატომ გვაწვალებენ ჩვენ, რომ ყოველ ჯერზე განცხადებები, ახლა ზედაპირულად განვიხილავთ, მერე ღრმად განვიხილავთ, მერე უფრო ღრმად ჩავალთ, მერე თითს დაგიქნევთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ არ ვართ ევროკავშირის რაიმე პერიფერია, რომ ყოველ ჯერზე, მათი დატუქსვა გვესმოდეს ქართველ ხალხსა და მის არჩეულ ხელისუფლებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს შესახებ მოკლედ ისაუბრებენ, თუმცა ის გამოვა შეთავაზებით, რომ იანვარში სიღრმისეული დისკუსია გაიმართოს.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს შესახებ მოკლედ ისაუბრებენ, თუმცა ის გამოვა შეთავაზებით, რომ იანვარში სიღრმისეული დისკუსია გაიმართოს“
„იქამდე სანამ ევროპარლამენტში ანტიდემოკრატიული პოლიტიკა ექნებათ საქართველოს მიმართ, ჩვენგან არ უნდა ელოდონ, რომ პროცედურებთან დაკავშირებით მათხოვრობას დავუწყებთ“
„ცოტა გაუგებარია ის ნერვების შლა, რომელსაც იმართებს ევროკომისია. ჩვენ რომ გვაბრალებდნენ შეაჩერეს ევროინტეგრაციაო, ახლა შევთანხმდით და ჰერჩინსკიმაც არაერთხელ გაიმეორა, რომ 2024 წლის ივნისში, ევროკავშირმა თავად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. 2.5 წლის წინ თავად შეაჩერეს, ჩვენც ხომ ვუთხარით ჩვენი სათქმელი, რომ ასეთ პირობებში, ჩვენგან ნუ მოელიან, რომ მუხლებზე დაჩოქილები და ხვეწნით მივადგებით ბრიუსელს. ესეც ხომ ვუთხარით გასაგებად? რატომ იშლიან ნერვებს? ან ამ ანგარიშებით, ან ამ განცხადებებით?! გავიგეთ რომ შეაჩერეს, ჩვენ ჩვენი სიტყვა ვუთხარით. შეცვლით პოზიციას, აქ ვართ და მოგყვებით, არ შეცვლით პოზიციას და 2028 წლამდე ჩვენგან ვერ იხილავთ თხოვნის, მუხლებზე დადგომის ნაბიჯებს და ა.შ. ევროპარლამენტი არ აღიარებს ქართველი ხალხის არჩევანს. სანამ ამ მდგომარეობაში იქნებიან, ანტიდემოკრატიული პოლიტიკა სანამ ექნებათ საქართველოს მიმართ, ჩვენგან არ უნდა ელოდონ, რომ მათხოვრობას დავუწყებთ პროცედურებთან დაკავშირებით. თავად აღიარეს უკვე როგორც იქნა, რომ თავად შეაჩერეს ეს პროცესი, ჰოდა ახლა ნერვებს რატომ იშლიან?! დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, გავიგეთ, არ მოვწონვართ, გავიგეთ, რომ შეაჩერეს, დაისვენონ და დაგვასვენონ ჩვენც - არ შეიძლება ყოველ ჯერზე გამოდიოდნენ და იმუქრებოდნენ რომ ახლა არა, იანვარში. დაგაპატიმრებ, არ ვიცი რამდენჯერ დაგაპატიმრებ. რაღა აქვთ დასამუქრებელი? შეაჩერეს ხომ? გაჩერდნენ, დაისვენონ. მანამ, სანამ ბოიკოტის პოლიტიკა ექნებათ, იყვნენ ბოიკოტში, რაღატომ გვაწვალებენ ჩვენ, რომ ყოველ ჯერზე განცხადებები, ახლა ზედაპირულად განვიხილავთ, მერე ღრმად განვიხილავთ, მერე უფრო ღრმად ჩავალთ, მერე თითს დაგიქნევთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ არ ვართ ევროკავშირის რაიმე პერიფერია, რომ ყოველ ჯერზე, მათი დატუქსვა გვესმოდეს ქართველ ხალხსა და მის არჩეულ ხელისუფლებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.