მათთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი ადამიანები, ვინც დიფსთეითის პოლიტიკის გამტარებელი იქნება - თენგიზ შარმანაშვილი
თენგიზ შარმანაშვილის მტკიცებით, ევროკავშირისთვის მხოლოდ ის პირები არიან მისაღები, ვინც „დიფსთეითის პოლიტიკის გამტარებელი იქნება“. მმართველ გუნდში პაველ ჰერჩინსკის მიერ ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობისთვის“ მასპინძლობას სიძულვილის ენის წახალისების მაგალითად აფასებენ.

ევროკავშირის მხრიდან კორძის მხარდაჭერის შემდეგ პაველ ჰერჩინსკიმ ჯგუფ "გამოუვალ მდგომარეობას" კახეთში უმასპინძლა. კორძის მსგავსად გამოუვალი მდგომარეობის ტექსტებშიც ხშირად ისმის შეურაცხმყოფელი ფრაზები და აგრესიული მიმართვები ხელისუფლების და მათი მხარდამჭერების მისამართით.
"ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის ელჩის მხრიდან სიძულვილის ენის წახალისების კიდევ ერთ მაგალითზე საუბრობენ.
"ისინი არასდროს ნორმალურ ადამიანს თავისიანად არ აღიარებენ, მათთვის ყველა მტერია, ვინც გადაწყვეტს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. მათთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი ადამიანები, ვინც დიფსთეითის პოლიტიკის გამტარებელი იქნება და ძალიან დიდი დანაშაულია, თუ შენ შენი სამშობლო გიყვარს და შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას დაიწყებ, აი ასე უყურებენ, და რა თქმა უნდა, ეძახიან მხოლოდ იმ ხალხს, ვინც იმათ ნარატივში ჯდება", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ისინი არასდროს ნორმალურ ადამიანს თავისიანად არ აღიარებენ, მათთვის ყველა მტერია, ვინც გადაწყვეტს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. მათთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი ადამიანები, ვინც დიფსთეითის პოლიტიკის გამტარებელი იქნება და ძალიან დიდი დანაშაულია, თუ შენ შენი სამშობლო გიყვარს და შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას დაიწყებ, აი ასე უყურებენ, და რა თქმა უნდა, ეძახიან მხოლოდ იმ ხალხს, ვინც იმათ ნარატივში ჯდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.