ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატიმარი ამტკიცებს, რომ ძალადობის ვიდეოში ამოიცნო ბადრაგები, რომლებიც მას ბოთლზე დაჯდომით ემუქრებოდნენ

მეექვსე დაწესებულების ყოფილი პატიმარი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხის ძალადობის ვიდეოში ამოიცნო ბადრაგები, რომლებიც მას ბოთლზე დაჯდომით ემუქრებოდნენ. იგი მზადყოფნას გამოთქვამს, მომხდარზე საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცეს.

პატიმარი ამტკიცებს, რომ ძალადობის ვიდეოში ამოიცნო ბადრაგები, რომლებიც მას ბოთლზე დაჯდომით ემუქრებოდნენ
პატიმარი ამტკიცებს, რომ ძალადობის ვიდეოში ამოიცნო ბადრაგები, რომლებიც მას ბოთლზე დაჯდომით ემუქრებოდნენTV პირველი

ნომერ მეექვსე დაწესებულების ყოფილი პატიმარი მზადაა, საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცეს. მსჯავრდებულის თქმით, რუსთავის ციხის უკვე ცნობილ ვიდეომასალაში, სადაც გიორგი დავითაძეზე სავარაუდო ძალადობაა ასახული, ის ბადრაგები ამოიცნო, რომლებმაც მისი მტკიცებით, ღირსება მასაც შეულახეს და ბოთლზე დაჯდომით ემუქრებოდნენ.

"პირველების" ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებები ინფორმირებული არიან ციოხეში მომხდარ ამ კონკრეტულ ფაქტზე.

ადვოკატის თქმით, სწორედ რუსთავის მეექვსე ციხეში განხორციელებული ძალადობის შემდეგ გადაიყვანეს ეს პატიმარი სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს ამჟამადაც იხდის.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ პატიმარ გიორგი დავითაძის საქმე დახურა — რუსთავის ციხეში სპეცრაზმის შეყვანასა და თვითდაზიანებებზე საუბრობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები