ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

GULF-ის პარტნიორი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შედის - ივანე ნაკაიძე ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

Petrocas Energy Group-ის მმართველი პარტნიორი ივანე ნაკაიძე უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, სადაც ქვეყანაში ავტოგასამართი სადგურების ქსელისა და საწვავის ინფრასტრუქტურის განვითარება განიხილეს.

GULF-ის პარტნიორი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შედის - ივანე ნაკაიძე ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
GULF-ის პარტნიორი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე შედის - ივანე ნაკაიძე ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდაBM.GE

უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა Petrocas Energy Group-ის მმართველ პარტნიორთან, ივანე ნაკაიძესთან შეხვედრა გამართა.

Petrocas Energy Group-ი ცენტრალურ აზიასა, სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ნავთობპროდუქტებისა და საწვავის ლოგისტიკასა და ვაჭრობაზე სპეციალიზდება. კომპანია ასევე წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდ GULF-ის ექსკლუზიურ რეგიონულ პარტნიორსა და ლიცენზიატს.

შეხვედრაზე მხარეებმა უზბეკეთში ავტოგასამართი სადგურების ქსელისა და თანამედროვე საწვავის ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

უზბეკეთის ოფიციალური უწყება წერს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ავტომაგისტრალების გასწვრივ ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ავტოგასამართი სადგურებისა და გზისპირა მომსახურების კომპლექსების მოწყობას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების განხორციელების დაჩქარებაზე, ასევე უზბეკურ ბაზარზე წამყვანი ამერიკული კომპანიებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში - უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები