ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფრანგული მედია: პარიზში პოლიციელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი დააკავეს - იგი სასამართლოს წინაშე მომავალი წლის თებერვალში წარდგება

პარიზში, მოსწავლეთა აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე 15 წლის მოზარდი დააკავეს, რომელსაც ბრალი უკვე წარედგინა და სასამართლოს წინაშე თებერვალში წარდგება.

ფრანგული მედია: პარიზში პოლიციელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი დააკავეს - იგი სასამართლოს წინაშე მომავალი წლის თებერვალში წარდგება
ფრანგული მედია: პარიზში პოლიციელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი დააკავეს - იგი სასამართლოს წინაშე მომავალი წლის თებერვალში წარდგებაიმედინიუსი

პარიზში, მოსწავლეთა აქციების დროს პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე 15 წლის მოზარდი დააკავეს - იგი სასამართლოს წინაშე მომავალი წლის თებერვალში წარდგება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

პარიზის პროკურატურის ცნობით, მოზარდს, რომელსაც წარსულში კანონთან პრობლემები არ ჰქონია, ბრალი უკვე წარედგინა. ბრალდების მხარემ პროცესამდე მისი სასამართლო მეთვალყურეობის ქვეშ აყვანა მოითხოვა, ხოლო არასრულწლოვანთა საქმეთა მოსამართლის მიერ ამ მოთხოვნის უარყოფის შემდეგ გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

შემთხვევა 1-ელ ოქტომბერს, პარიზის მე-20 ოლქში, გამბეტას გამზირზე მოხდა. სკოლების ბლოკადის ადგილზე მყოფ პოლიციელ ქალს ათამდე ახალგაზრდა დაედევნა. თავდამსხმელებმა ინციდენტი ფირზე აღბეჭდეს, ხოლო ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

ჩანაწერში ჩანს, როგორ ცდილობს პოლიციელი გაქცევას, რა დროსაც აგრესიულად განწყობილი ჯგუფი მას შეურაცხმყოფელი შეძახილებით მისდევს. რამდენიმე წამში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სამართალდამცველის წაქცევა შეძლო, რის შემდეგაც მას წიხლები დაუშინეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: საფრანგთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მოქმედება განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები