ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გიორგი დავითაძის მამა იმ პატიმრებს მიმართავს, ვინც მის შვილს სოლიდარობა გამოუცხადა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამამ, ავთანდილ დავითაძემ, მადლობა გადაუხადა იმ პატიმრებს, ვინც მის შვილს სოლიდარობა გამოუცხადა და ამის გამო ძალადობა გადაიტანა. მან პატიმრებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

გიორგი დავითაძის მამა იმ პატიმრებს მიმართავს, ვინც მის შვილს სოლიდარობა გამოუცხადა
გიორგი დავითაძის მამა იმ პატიმრებს მიმართავს, ვინც მის შვილს სოლიდარობა გამოუცხადაTV პირველი

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა ყველა იმ პატიმარს მიმართავს, რომლებმაც მის შვილს სოლიდარობა გამოუცხადეს და ამის სანაცვლოდ მათზე ფიზიკურად თუ სიტყვიერად იძალადეს.

ავთანდილ დავითაძე მადლობა უხდის მათ და მოუწოდებს, შეწყვიტონ შიმშილობა და მიხედონ ჯანმრთელობას, რადგან ისინი ოჯახებს სჭირდებიან.

მე არ მარტო გიორგის, არამედ ყველა პატიმარს, ვინც ჩემ შვილს გამოუცხადა სოლიდარობა და თავის თავზე იწვნიეს ის ცემა-ტყეპა, რაც ჩაიდინა ისევ და ისევ ციხის ადმინისტრაციამ. იმ ციხის ადმინისტრაციას, რომელსაც გიორგი პატარიძე უწონებდა საქციელს და მადლობას უხდიდა, რაც თქვენ ადამიანებმა მოგაყენეს შეურაცხყოფა, მე და ჩემი ოჯახი გიხდით უდიდეს მადლობას იმისთვის, რაც თქვენ გადაიტანეთ, რაც თქვენ შეძელით, ეს არის დიდი ვაჟკაცობა და ღირსეული საქციელი. მინდა, ყველა თქვენთაგანს მოგმართოთ და გთხოვოთ, შეწყვიტოთ შიმშილობა და მიხედოთ ჯანმრთელობას. თქვენ გასაკეთებლ საქმეს ჩვენ, საზოგადოება, პატიმრის მშობლები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარედან დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, - განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.