კახა წიქარიშვილი დავითაძის საქმეზე: კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. როცა ადამიანთა ჯგუფი რაღაცას არაკანონიერს აკეთებს და იციან, კამერა უყურებს, შეეცდებოდნენ კამერისგან დაფარვას, არცერთი მათგანი კამერისკენ არ იყურება
იურისტმა კახა წიქარიშვილმა გიორგი დავითაძის საქმის ვიდეოკამერის ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას პირები კამერისკენ გააპარებდნენ თვალს, ასეთი მომენტი კი არ ფიქსირდება.

იურისტი კახა წიქარიშვილი მსჯავრდებული გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების კადრებზე ამბობს, რომ კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.
მისი განმარტებით, გაუპატიურების შემთხვევაში ბადრაგის წევრები შეეცდებოდნენ ვიდეოკამერისგან დაფარვას და, ბუნებრივი ადამიანური ინსტინქტის გამო, თვალს მაინც გააპარებდნენ კამერისკენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, ჩანდა თუ არა რაიმე.
„რაღაცები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. დავუშვათ, აქ თუ გაუპატიურება იქნებოდა, ეს ადამიანები [ბადრაგები], რასაკვირველია, შეეცდებოდნენ კამერისგან დაფარვას, რომ კამერაში ეს არ გამოჩენილიყო და, მაღალი ალბათობით, კამერისკენ მაინც გაექცეოდათ თვალი. როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას აკეთებს არაკანონიერს და იციან, მათ კამერა უყურებს, რაღაც მომენტი ადამიანური მომენტია, რომ კამერისკენ თვალი გაექცევა, რომ კამერას ხომ კარგად ვფარავ და რამე ხომ არ მრჩება ისეთი, რაც კამერის დაფარვის გარეშეა. ეს გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. არცერთი მათგანი პირდაპირ კამერისკენ არ იყურება. თუ ესენი აღიქვამენ, რომ ხდება პატიმრის ხელით გაუპატიურება და თან ცდილობენ, რომ კამერა დაფარონ, მაშინ ლოგიკური იქნება, რომ რომელიმე მათგანს კამერისკენ თვალი გაექცეს, რომ ხომ კარგად ვფარავ და კამერაში ხომ არაფერი ჩანს. ასეთi მომენტი უნდა ყოფილიყო", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„რაღაცები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. დავუშვათ, აქ თუ გაუპატიურება იქნებოდა, ეს ადამიანები [ბადრაგები], რასაკვირველია, შეეცდებოდნენ კამერისგან დაფარვას, რომ კამერაში ეს არ გამოჩენილიყო და, მაღალი ალბათობით, კამერისკენ მაინც გაექცეოდათ თვალი. როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას აკეთებს არაკანონიერს და იციან, მათ კამერა უყურებს, რაღაც მომენტი ადამიანური მომენტია, რომ კამერისკენ თვალი გაექცევა, რომ კამერას ხომ კარგად ვფარავ და რამე ხომ არ მრჩება ისეთი, რაც კამერის დაფარვის გარეშეა. ეს გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. არცერთი მათგანი პირდაპირ კამერისკენ არ იყურება. თუ ესენი აღიქვამენ, რომ ხდება პატიმრის ხელით გაუპატიურება და თან ცდილობენ, რომ კამერა დაფარონ, მაშინ ლოგიკური იქნება, რომ რომელიმე მათგანს კამერისკენ თვალი გაექცეს, რომ ხომ კარგად ვფარავ და კამერაში ხომ არაფერი ჩანს. ასეთi მომენტი უნდა ყოფილიყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.