ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"პირველების" ინფორმაციით, დააკავეს კაცი, ვინც ინგირში 24 წლის ბიჭი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სოფელ ინგირში 13 სექტემბერს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად 24 წლის მათე ბერიშვილი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა დააკავეს, თუმცა შსს-ს ოფიციალური დადასტურება ამ ეტაპზე არ არის.

"პირველების" ინფორმაციით, დააკავეს კაცი, ვინც ინგირში 24 წლის ბიჭი დაჭრა
"პირველების" ინფორმაციით, დააკავეს კაცი, ვინც ინგირში 24 წლის ბიჭი დაჭრაTV პირველი

"პირველების" ინფორმაციით, 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა დააკავეს.

როგორც "პირველებისთვის" გახდა ცნობილი, ძაძუა დროებითი ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია და ინციდენტის დღეს სტუმრად იმყოფებოდა სოფელ ინგირში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანატოლს 24 წლის მათე ბერიშვილს გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ელგუჯა ძაძუა, მამაკაცის დაჭრის შემდგომ ადგილიდან მიიმალა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მას ამ დროის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა.

ბრალდებულის დაკავების შესახებ შსს-ს ინფორმაცია ოფიციალურად ამ ეტაპისთვის არ დაუდასტურებია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები