აშშ-ის საელჩო საქართველოში: "აღვნიშნავთ განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს, 1994 წლის 3
საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ის ჯორჯიის შტატის გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორობის 32 წლის იუბილეს და ხაზს უსვამს ერთობლივი წვრთნებისა და მტკიცე კავშირების მნიშვნელობას.

Georgia Army National Guardsmen with the Savannah-based Charlie Company, 1-118th Field Artillery Regiment, and the Glenville-based Alpha Company, 177th Brigade Engineer Battalion, stand in formation during Noble Partner 20's opening ceremony at Vaziani Training Area, Georgia on Sept. 7, 2020. The Georgia Army National is celebrating its 26th year of partnership with the country of Georgia under the National Guard State Partnership Program.
U.S. Army photo by Spc. Isaiah Matthews
“1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორობას”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო.
როგორც საელჩო აღნიშნავს, ამ დროის განმავლობაში, ერთობლივი წვრთნებით, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობითა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მხარდამხარ მსახურებით, ამერიკელ და ქართველ სამხედროებს შორის მტკიცე კავშირები ჩამოყალიბდა.
„დღეს განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. 1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორობას.
ამ დროის განმავლობაში, ერთობლივი წვრთნებით, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობითა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მხარდამხარ მსახურებით, ჩვენს სამხედროებს შორის მტკიცე კავშირები ჩამოყალიბდა.
დღეს პატივს მივაგებთ ათასობით ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, რომლის თავდადებითაც შტატების პარტნიორობის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ხანგრძლივი კავშირი შეიქმნა“, – წერს საელჩო.
ციტატები სტატიიდან
„1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.