საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2026 წლის 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის
2026 წლის 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი დაინიშნა. ბრიფინგები 09:00, 15:00 და 21:00 საათებზე გაიმართება, ხოლო ცესკოს კონტაქტ-ჰაბი დილის 06:45 საათიდან იმუშავებს.

3 ოქტომბერს 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართებადა ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ – ჰაბი 2 51-00-51.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
09:00 სთ
15:00 სთ
21:00 სთ
ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
(R)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.