ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

აშშ ბალტიის ზღვაში NATO-ს მისიისთვის საზღვაო ქვეითების ჯგუფს გზავნის

აშშ ბალტიის ზღვის რეგიონში საზღვაო ქვეითთა დაახლოებით 48-კაციან სპეციალიზებულ ჯგუფს გზავნის, რომელიც NATO-ს Baltic Sentry-ის მისიას შეუერთდება. სამხედროები ფინეთის სანაპირო ბრიგადასთან ერთად იმუშავებენ და ბალტიის ზღვაში კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვას გააძლიერებენ.

აშშ ბალტიის ზღვაში NATO-ს მისიისთვის საზღვაო ქვეითების ჯგუფს გზავნის
აშშ ბალტიის ზღვაში NATO-ს მისიისთვის საზღვაო ქვეითების ჯგუფს გზავნისტაბულა

აშშ ბალტიის ზღვის რეგიონში საზღვაო ქვეითთა დაახლოებით 48-კაციან სპეციალიზებულ ჯგუფს გზავნის, რომელიც NATO-ს Baltic Sentry-ის მისიას შეუერთდება.

აშშ-ს ომის სამინისტროს ცნობით, მეორე სადაზვერვო ბატალიონის სამხედროები ფინეთის სანაპირო ბრიგადასთან ერთად იმუშავებენ და საზღვაო სივრცეზე დაკვირვებისა და ტაქტიკური დაზვერვის შესაძლებლობებს გააძლიერებენ.

ამერიკელი საზღვაო ქვეითები მცირე უპილოტო საფრენ აპარატებსა და სანაპირო სენსორებს გამოიყენებენ, შეგროვებული ინფორმაცია კი NATO-ს ერთიან ოპერატიულ სისტემას მიეწოდება და ბალტიის ზღვაში კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის, მათ შორის, კაბელებისა და მილსადენების, დაცვას მოხმარდება.

"ფინელ მოკავშირეებთან მუშაობა აძლიერებს ჩვენს კოლექტიურ მზადყოფნას და უზრუნველყოფს, რომ ბალტიის ზღვის სანაპირო ზონაში ჰიბრიდული საფრთხეების შესაკავებლად ერთიან ძალად მოქმედება შეგვეძლოს." – თქვა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს საზღვაო ქვეითთა ძალების სარდალმა დენიელ შიპლიმ.

NATO-მ Baltic Sentry 2025 წლის იანვარში, ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევების შემდეგ, შექმნა. მისიაში ჩართულია ფრეგატები, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავები და უპილოტო საზღვაო აპარატები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფინელ მოკავშირეებთან მუშაობა აძლიერებს ჩვენს კოლექტიურ მზადყოფნას და უზრუნველყოფს, რომ ბალტიის ზღვის სანაპირო ზონაში ჰიბრიდული საფრთხეების შესაკავებლად ერთიან ძალად მოქმედება შეგვეძლოს.“
დენიელ შიპლი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.