ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთმა „ვალდაის” შეკრების ადგილი შეცვალა სავარაუდოდ, დრონებით შეტევის საფრთხის გამო

რუსეთმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომის ჩატარების ადგილი შეცვალა და ის სოჭიდან მოსკოვის ოლქში გადაიტანა. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, გადაწყვეტილება სოჭის მიმართულებით დრონებით შეტევის საფრთხისა და პუტინის უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.

რუსეთმა „ვალდაის” შეკრების ადგილი შეცვალა სავარაუდოდ, დრონებით შეტევის საფრთხის გამო
რუსეთმა „ვალდაის” შეკრების ადგილი შეცვალა სავარაუდოდ, დრონებით შეტევის საფრთხის გამორადიო თავისუფლება

რუსეთი წელს ოცდამესამედ ჩაატარებს საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის, „ვალდაის” სხდომას, რომელსაც ხშირად სტუმრობს ვლადიმირ პუტინიც. შეკრების თავდაპირველი ადგილი შეიცვალა.

სხდომა 28 სექტემბერს გაიხსნება და 1 ოქტომბერს დასრულდება. კლუბის ოფიციალურ საიტზე შეხვედრის ადგილად, ზოგადად, მოსკოვის ოლქია მითითებული.

რუსეთში 2004 წელს შექმნილი საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის სხდომებს ზედიზედ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მასპინძლობდა კრასნოდარის მხარის ქალაქი სოჭი და 2026 წელსაც იქ უნდა ჩატარებულიყო.

ბოლო ხანს უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოჭის რაიონზე უპილოტო აპარატებით არაერთი შეტევა მიიტანეს.

გამოცემა Financial Times-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სხდომის გადატანა გახშირებული შეტევების გამო გადაწყდა. ოთხიდან ორი წყაროს თანახმად, ადგილის შეცვლა პუტინის უსაფრთხოების სამსახურის დაჟინებული მოთხოვნა იყო.

გამოცემის წყაროთა ცნობით, „ვალდაის” წლევანდელ სხდომაზე 120 სტუმარი თავდაპირველად სოჭში მიიწვიეს, თუმცა აგვისტოში ახალი ადგილის შესახებ შეატყობინეს. კრემლის პრესსამსახურმა და კლუბის წარმომადგენლებმა უპასუხოდ დატოვეს Financial Times-ის შეკითხვა სხდომის ადგილის შეცვლის შესახებ.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ პუტინი მონაწილეობას მიიღებს კლუბის წლევანდელ სხდომაშიც.

პუტინი, როგორც წესი, სიტყვით გამოდის ხოლმე ფორუმის ბოლო დღეს. 2025 წელსაც ასე იყო კლუბის სოჭის შეკრებაზე.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „აგენტსტვო” ხაზს უსვამს, რომ პუტინი, რომელიც შავი ზღვის ამ საკურორტო ქალაქში ადრე ხშირად ჩადიოდა და რეზიდენციაც აქვს, 2024-2025 წლებში იქ მხოლოდ ოთხჯერ იმყოფებოდა და „ვალდაის” 2025 წლის შემოდგომის სხდომის შემდეგ სოჭში აღარ გამოჩენილა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოსკოვის ოლქში აფეთქებებია ქიმიურ ქარხანაში - 100 კილომეტზე ფორუმიდან, რომელზეც პუტინი გამოდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები