ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია - დონალდ ტრამპ უმცროსმა დაადასტურა, რომ მისი ქორწილის შემდგომი წვეულება ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპ უმცროსმა დაადასტურა, რომ მისი და ბეტინა ტრამპის ქორწილის შემდგომი წვეულება ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა, უმარ კრემლიოვმა დააფინანსა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის უმარი და რომ მას ქორწილის ხარჯები არ დაუფარავს.

მედია - დონალდ ტრამპ უმცროსმა დაადასტურა, რომ მისი ქორწილის შემდგომი წვეულება ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა
მედია - დონალდ ტრამპ უმცროსმა დაადასტურა, რომ მისი ქორწილის შემდგომი წვეულება ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა დააფინანსაინტერპრესნიუსი

დონალდ ტრამპ უმცროსმა დაადასტურა, რომ მისი ქორწილის შემდგომი წვეულება ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა, - ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპმა უმცროსმა და მისმა მეუღლემ ბეტინა ტრამპმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს იმის შესახებ, რომ მაისში გამართული ქორწილის შემდგომი წვეულება რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა ოლიგარქმა, უმარ კრემლიოვმა დააფინანსა.

„ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა უმარმა ქორწილის შემდეგ ორ შესანიშნავ სადღესასწაულო საღამოს ძალიან გულუხვად უმასპინძლა. ეს ქორწილისთვის მეგობრისგან მიღებული საოცრად გულუხვი საჩუქარი იყო, რისთვისაც მადლიერები ვართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, გამოცემა ProPublica-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უმარ კრემლიოვმა ბაჰამის კუნძულებზე წყვილისთვის საზეიმო ღონისძიებების ხარჯები დაფარა, რაც ასობით ათასი დოლარი იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ „წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის უმარი“.

„მას დონისა და ბეტინას ქორწილის ხარჯები არ დაუფარავს. ეს ქორწილის შემდგომი წვეულება იყო მათ პატივსაცემად. განსაკუთრებული არაფერი. წვეულებაზე მე არ ვყოფილვარ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მას დონისა და ბეტინას ქორწილის ხარჯები არ დაუფარავს. ეს ქორწილის შემდგომი წვეულება იყო მათ პატივსაცემად. განსაკუთრებული არაფერი. წვეულებაზე მე არ ვყოფილვარ“
დონალდ ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში MEDAS-ს მისიის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართაწაიკითხე

უახლესი ამბები