როგორ დააკავეს ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი, დავით ჯაფაროვი? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
სამართალდამცველებმა „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერი, დავით ჯაფაროვი დააკავეს. მას ბრალი ედება 2023 წელს არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზებასა და ცივი იარაღის უკანონო ტარებაში. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

როგორ დააკავეს ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი, დავით ჯაფაროვი? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია.
კაცს, რომელსაც არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებისთვის ბრალი უკვე წარუდგინეს, პოლიცია საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა - ამ ინფორმაციას "ტვ პირველს" ჯაფაროვის მეზობლები უდასტურებენ.
გარდა ამისა, მეზობლები ამბობენ, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დეტალურად დაათვალიერეს ირგვლივ მდებარე კამერების ჩანაწერებიც.
დავით ჯაფაროვს ხელბორკილები ვაშლიჯვარში დააკავეს. მისი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ცივი იარაღი ამოიღეს.
გამოძიების თანახმად, 2023 წელს, „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა თანამოაზრეებთან ერთად, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისი ნაცნობი მოტყუებით წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს, ასევე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს არასრულწლოვნის მიმართ.
სამართალდამცველებმა განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი, „ფაშისტური-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერი 24 სექტემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური მოპყრობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ჯგუფურად), 25,144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება) და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიარასრულწლოვანი ჯგუფურად სცემეს, დაამცირეს და ვიდეო გადაუღეს - დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი
- ტაბულადააკავეს "ნაცისტურ-ფაშისტური" იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
- რადიო თავისუფლებაშსს: დავაკავეთ „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი
- რუსთავი 2სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
- ნეტგაზეთიდავაკავეთ „ნაცისტურ-ფაშისტური“დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…