ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მიხეილ სარჯველაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ მშვიდობის კონტექსტში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემის ნახსენები მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მიხეილ სარჯველაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის
მიხეილ სარჯველაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვისიმედინიუსი

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დელეგაციის წევრმა, ჯანდაცის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან შეაფასა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის, რომელზე ხაზგასმაც გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან განსაკუთრებით ღირებულია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა მშვიდობის დამყარებაზე, რომელიც დიალოგს, ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. ქვეყნის მეთაურმა ასამბლეის ტრიბუნიდან, წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემის - ნდობის აღდგენის კონტექსტში, აფხაზ და ოს თანამოძმეებსაც მიმართა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და სამომავლო გეგმებზეც ვრცლად ისაუბრა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის, რომელზე ხაზგასმაც გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან განსაკუთრებით ღირებულია“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.